დაინტერესებული მხარე

დაინტერესებული მხარე
• ნებისმიერი პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ბიზნესის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა. მათ შორის: თემის წევრები, თანამშრომლები და მათი ოჯახები, მომხმარებლები, მომწოდებლები, აქციონერები, სათემო და გარემოსდაცვითი ჯგუფები, პოლიტიკოსები, პროფესიული და აკადემიური ორგანიზაციები, ბიოსფერო, მსოფლიოს მოსახლეობა და მომავალი თაობები.
Source: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
• ყველა ის ჯგუფი თუ პიროვნება მოიაზრება, რომლებზეც ჩვენმა საქმიანობამ გარკვეული გავლენა შეიძლება იქონიოს. ესენი შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი საქმიანობის შედეგებით სარგებლობენ ან ისინი, რომელთაც თქვენმა საქმიანობამ შეიძლება ზიანი მოუტანოს. დაინტერესებულ მხარეთა შორის შეგვიძლია გამოვყოთ ორი ჯგუფი. პირველ ჯგუფს ის ადამიანები მიეკუთვნებიან, ვისი ინტერესები პირდაპირ და ღიად არის დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან. როგორც წესი, მათი გამოვლენა არ არის ძნელი. ამავე დროს არსებობენ სხვა ჯგუფებიც, რომელთა ინტერესები არა ნაკლებადაა დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან, თუმცა ხშირად მათ არსებობას ჩვენ არ ვითვლისწინებთ. დაინტერესებულ მხარეთა ანალიზის დროს საჭიროა ორივე ამ ჯგუფს ყურადღება მიექცეს. ვინ არის დაინტერესებული თქვენი მიზნის განხორციელებაში ან ვის ინტერესებს შეიძლება შეეხოს თქვენი წამოწყება? აქ მნიშვნელოვანია არა მარტო იმ დაინტერესებულ მხარეთა (ჯგუფის, ადამიანების) გამოვლენა, ვისი ინტერესებიც პირდაპირ და აშკარად არის დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან (თქვენი თანამშრომლები, მომხმარებლები და ა.შ.) არამედ იმ მხარეების გამოვლენაც, რომელთა ინტერესები ერთი შეხედვით არ ჩანს და რომელზეც, ამის მიუხედავად, თქვენი წამოწყება გარკვეულ გავლენას მოახდენდა.
Source: სტრატეგიული დაგეგმარება: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "დაინტერესებული მხარე" в других словарях:

  • ანტიგლობალიზაციური მოძრაობა — გლობალიზაციის უარყოფითი შედეგებით შეშფოთებული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი სექტორები აწყობენ მსოფლიო მოძრაობას რათა დაამკვიდრონ როგორც თავად უწოდებენ გლობალიზაციის ჰუმანიზაცია. ეს საერთაშორისო მოძრაობის საზოგადოება, რომელსაც „ანტი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»